მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ის ეკონომიკა რეცესიის ზღვარზეა - JPMorgan

დოლარი

აშშ-ის ბანკ JPMorgan Chase & Co-ს ეკონომისტებმა ქვეყნის ეკონომიკის გაუარესება ივარაუდეს, - ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება. 

ეკონომისტები ეკონომიკის შესაძლო რეცესიას მომხმარებელთა მოთხოვნის შესუსტებას უკავშირებენ.

JPMorgan-ის პროგნოზით,  წლის მეორე ნახევარში აშშ-ის მშპ-ის ზრდა 1% იქნება, მაშინ როცა წინა პროგნოზი 2.5% იყო. 

„პროგნოზი ძალიან ახლოსაა რეცესიასთან, მაგრამ ჩვენ მაინც ველით ეკონომიკურ ზრდას, ნაწილობრივ იმის ფონზე, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილები მაინც გაიზრდება“, - განაცხადა მაიკლ ფეროლიმ, აშშ-ის მთავარმა ეკონომისტმა JPMorgan-ში. 

მშპ-ის ზრდა შეიძლება გაიზარდოს 1.5%-მდე წლიურ ბოლო კვარტალში, რადგან ინფლაცია, სავარაუდოდ, შენელდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი პროგნოზირებს, რომ აშშ-ის მშპ-ის ზრდის ტემპი 2022 წელს 2.9%-დან 2023 წელს 1.7%-მდე, 2024 წელს კი 0.8%-მდე შემცირდება.