მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენი ლიდერობს

დონალდ ტრამპიი ჯოოო ბაიდენიი

ამერიკის შეერტებულ შტატებში 3 ნოემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენი ლიდერობს. ამ დროისთვის მან საარჩევნო წარმომადგენლების 98 ხმა მიიღო, ხოლო მისმa მეტოქემ, მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 92 ამომრჩევლის ხმა მოიპოვა. არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატს 538 წარმომადგენლის ხმიდან 270-ის მიღება სჭირდება. ამის შესხებ NBC იუწყება.

ბაიდენმა, კერძოდ, არიზონას შტატში გაიმარჯვა, ხოლო ტრამპმა ტეხასსა და ფლორიდაში მიაღწია წარმატებას. არევნების შედეგების დათვლა გრძელდება.

ცნობისთვის, აშშ-ის კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტად შეიძლება იყოს არჩეული პირი, რომელიც შეერთებულ შტატებში დაიბადა, არის 35 წლის და ამერიკის ტერიტორიაზე საერთო ჯამში 15 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.