მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-მა ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებზე“ ავიაიერიში განახორციელა

ავიაიერიში „ისლამურ სახელმწიფოზე

შეერთებული შტატების ავიაციამ ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებზე“ ავიაიერიში განახორციელა. ამის შესახებ BBC იუწყება

ავიაიერიში უპილოტო საფრენი აპარატების მეშვეობით ნანგარჰარის პროვინციაში განხორციელდა.

ამერიკელები ვარაუდობენ, რომ მათ ავღანეთში ISIS-ის ხელმძღვანელები გაანადგურეს.

ის, რომ ისლამისტების წინააღმდეგ ავღანეთში ავიადარტყმები განხორციელდება, 27 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. ავიადარტყმები ქაბულის აეროპორტთან 26 აგვისტოს მომხდარი ტერაქტის საპასუხოდ განხორციელდა. ორი აფეთქების შედეგად 170 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 13 ამერიკელი სამხედრო.

აშშ-ის ხელისუფლების განცხადებით, ტერაქტის მიუხედავად, ქაბულის აეროპორტიდან ევაკუაცია გაგრძელდება.