
შეერთებულმა შტატებმა Raytheon Technologies-ის მიერ წარმოებული ჰიპერბგერითი იარაღი წარმატებით გამოცადა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
ეს იყო ასეთი იარაღის მესამე წარმატებული ტესტი 2013 წლის შემდეგ.
„ჩვენი ქვეყნის ჰიპერბგერითი შესაძლებლობების განვითარება არის მთავარი ეროვნული იმპერატივი და მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა Raytheon-ის განყოფილების პრეზიდენტმა ვეს კრემერმა.
ჰიპერბგერითი იარაღი მოძრაობს ხუთჯერ მეტი სიჩქარით, დაახლოებით საათში 6 200 კმ-ით.
წარმატებული ტესტები მოწმობს შეერთებული შტატების პროგრესს ჰიპერბგერითი იარაღის შემუშავებაში, თუმცა ადრეც იყო წარუმატებელი გამოცდა და ასევე, მზარდი შეშფოთება იმისა, რომ შეერთებული შტატები ჩამორჩება შეიარაღების რბოლაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 „რუსეთს უფრო და უფრო უჭირს შეტევითი მოქმედებების ეფექტურობის შენარჩუნება“ - ბრიტანეთის დაზვერვა