მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-მა საკუთარ ავიალაინერებს ავღანეთის თავზე ფრენა აუკრძალა

აშშ-მა ავიალაინერებს ავღანეთის თავზე ფრენა აუკრძალა

აშშ-ის სამოქალაქო ავიალაინერებს ავღანეთის თავზე ფრენა ეკრძალებათ. ქაბულის აეროპორტს კი საჰაერო მოძრაობის კონტროლის სისტემა აღარ აქვს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ამერიკული სამგზავრო თვითმფრინავები ახლა ავღანეთის ტერიტორიაზე გადაფრენას ნებისმიერ სიმაღლეზე მხოლოდ აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამმართველოს ნებართვით (FAA) შეძლებენ.

FAA-ის ინფორმაციით, ამერიკულ სამოქალაქო თვითმფრინავებს მხოლოდ ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილზე გადაფრენის უფლება აქვთ.

18 აგვისტოდან ავღანეთის თავზე ავიარეისებს აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფდა. ამ ხნის განმავლობაში 120 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ეს საჰაერო გზით ევაკუაციის რეკორდული ოპერაცია იყო აშშ-ის ისტორიაში.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 აშშ-მა ავღანეთიდან შეიარაღებული ძალების გაყვანა დაასრულა

🔅 „თალიბანის“ წარმომადგენლები: აშშ-სთან კარგი ურთიერთობა გვსურს