მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-სა და ბრაზილიაში კოვიდინფიცირების 47 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კორონავირუსის შემთხვევის აღწერა

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 47 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აშშ-ში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 2 მილიონს აღემატება, ხოლო ბრაზილიაში მათი რიცხვი 1 280 054-ს შეადგენს. რაც შეეხება კოვიდვირუსით გარდაცვლილებს, შტატებში ვირუსს სულ 127 640 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ბრაზილიაში 56 109. შტატებში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდ-19-სგან მილიონზე მეტი ადამიანი განიკურნა, ბრაზილიაში კი 697 526-მა ადამიანმა შეძლო ინფექციის დამარცხება.

ცნობისთვის, კორონავირუსი პირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. კოვიდ-19-მა მოიცვა 210 ქვეყანა. ინფიცირებულია 9 მილიონზე მეტი ადამიანი. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.