მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ში ინფიცირების ტენდენცია საგანგაშოა - ფაუჩი

ფაუჩი კორონავირუსზე

აშშ-ის მთავარი ინფექციონისტის ენტონი ფაუჩის განცხადებით, კორონავირუსის სტატისტიკა „საგანგაშო ნიშნულზეა“. ამის შესახებ CNN იუწყება. 

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 60 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ წყაროს ცნობით, ფართოდ არის გავრცელებული კორონავირუსის ახალი შტამები.

„ახლა ვაქცინაციას და ინფიცირების ახალ შემთხვევებს შორის ერთგვარი შეჯიბრი მიმდინარეობს. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ახალი შემთხვევების კიდევ უფრო დიდი მატებაა მოსალოდნელი“ - განაცხადა ფაუჩიმ.

აშშ-ში მოსახლეობის ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. 33% უკვე ვაქცინირებულია, ანუ საუბარია 109 მილიონ ადამიანზე. მათ ვაქცინის როგორც მინიმუმ ერთი დოზა მიიღეს. ფაუჩი მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან დადგენილი რეგულაციები და დროულად ჩაიტარონ ვაქცინაცია.