ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დისტრიბუცია უკვე დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას reuters ავრცელებს.
აშშ-ის არმიის გენერლის გუსტავ პერნას თქმით, სავარაუდოდ ორშაბათს სატვირთო ავტომობილებით კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინას 3 700 სხვადასხვა სამედიცინო ცენტრში მიიტანენ.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ოფიციალურად დარეგისტრირდა კომპანია Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. ვაქცინის გამოყენების ოფიციალური ნებართვა აშშ-ის წამლების და სურსათის ხარისხზე ზედამხედველობის სამმართველომ გასცა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: 👇