მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას 4 ადამიანი ემსხვერპლა

მცირე ზომის თვითმფრინავი

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას 4 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ abcnews იუწყება. 

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი ვისალიის აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წამის შემდეგ ჩამოვარდა. 

ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

მომხდარს აშშ-ის სატრანსპორტო უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს იძიებს.