მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 59-მდე გაიზარდა

წყალდიდობას შტატებში 59-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარიშხალ „იდას“ შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას 59-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის სამ შტატშია გამოცხადებული.

წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ასევე, ნიუ-იორკშიც. ნიუ-იორკის მერის ბილ დე ბლაზიოს თქმით, მხოლოდ ნიუ-იორკში დაღუპულთა რიცხვი 13-ს აღწევს.

„შემზარავი ამბები ვნახეთ, ყველა იმ ამბავზე უარესი, რაც კი აქამდე გვინახავს“, - აღნიშნა ბილ დე ბლაზიომ.

სტიქიას თეთრი სახლის ლიდერი ჯო ბაიდენი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სტიქიის მთავარი მიზეზი კლიმატის ცვლილებებია.

ბაიდენის თქმით, მათ დაძლევას კოლოსალური ინვესტიციები დასჭირდება.