მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ სრულად ვაქცინირებული ვიზიტორებისთვის სამოგზაურო შეზღუდვებს შეამსუბუქებს

აშშ კოვიდ წესები

აშშ საერთაშორისო ვიზიტორებისთვის სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნას გეგმავს, რომელიც ამჟამად პანდემიის გამოა დაწესებული. ეს შეეხება მათ, ვინც სრულად იქნებიან აცრილი Covid 19–ის საწინააღმდეგო ვაქცინით. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

შეერთებულ შტატებში ჩასულ მოქალაქეებს მოუწევთ მხოლოდ წარადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და კორონავირუსის უარყოფითი ტესტის პასუხი.

ცვლილებები ძალაში შევა ნოემბრის დასაწყისიდან. მას ავიაკომპანიები ელოდებიან და იმედოვნებენ, რომ ეს ხელს შეუწყობს მათ ბიზნესს.

ბაიდენის ადმინისტრაცია, ასევე, ამკაცრებს წესებს სახლში დაბრუნებული აშშ-ის არავაქცირებული მოქალაქეებისთვის. მათ გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე ტესტირების ჩატარება დასჭირდებათ და ასევე, ვალდებულნი იქნებიან, დაბრუნების შემდეგაც კვლავ განმეორებითი ტესტირება გაიკეთონ.

აშშ-ში უფრო მეტი საერთაშორისო ტურისტის დაშვება ფართო სპექტრის გავლენას მოახდენს. უცხო ქვეყნის მოქალაქეების მოგზაურობის შეზღუდვამ ამერიკაში ფართო გავლენა იქონია ინდუსტრიებზე, მათ შორის, ავიაკომპანიებზე, საცალო ვაჭრობაზე და რესტორნებზე.

თეთრი სახლის ინფორმაციით, უახლოეს კვირებში, CDC გასცემს შემოწმების ბრძანებას, რომელიც მოითხოვს რომ ავიაკომპანიებმა შეაგროვონ ინფორმაცია აშშ-ში გამგზავრებული თითოეული მოგზაურის შესახებ.

უცხოელი ვიზიტორებისთვის ვაქცინაციის მოთხოვნების მცირე გამონაკლისი იქნება, მაგალითად, ბავშვებისთვის, რომლებსაც ჯერ არ აქვთ ვაქცინაციის უფლება.

ივნისში შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა, მექსიკამ და კანადამ განაცხადეს, რომ შექმნიან ჯგუფს, რომელიც შეისწავლის საერთაშორისო მოგზაურობის უსაფრთხოდ გახსნას.

იხილეთ აგრეთვე:

✅ვაქცინის 100 მილიონ დოზას ვადა ეწურება - რატომ არ უნაწილებენ დიდი ქვეყნები ვაქცინებს ღარიბ ქვეყნებს?

✅5-11 წლის ბავშვებისთვის ფაიზერით ვაქცინაცია უსაფრთხოა - კვლევა

✅„არის იმედი, რომ კორონავირუსი გაზაფხულისთვის დასრულდება“ - ენტონი ფაუჩი