მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აშშ-სთან ნებისმიერი სახის სამხედრო დაპირისპირებისთვის მზად ვართ“ - კიმ ჩენ ინი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა აშშ-სთან ნებისმიერი სახის სამხედრო დაპირისპირებისთვის მზად არის. 

კორეის ომის საიუბილეო ღონისძიებაზე საუბრისას, კიმმა აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეა ბირთვული ძალების მობილიზებას მოახდენს. 

მიუხედავად იმისა, რომ 1950-53 წლებში მიმდინარე კორეის ომი ზავით დასრულდა, ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, მათ აშშ-ის წინააღმდეგ გამარჯვება მოიპოვეს.

„გამარჯვების დღის“ აღსანიშნავად თავის გამოსვლაში, კიმმა განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან მომავალი ბირთვული საფრთხეები ჩრდილოეთ კორეას ავალდებულებს მიაღწიოს „გადაუდებელ ისტორიულ ამოცანას“ - თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას.

მისივე თქმით, თუ სამხრეთ კორეის მთავრობა და სამხედროები დარტყმას განახორციელებენ, ისინი „განადგურდებიან“.

დიქტატორმა აღნიშნული კომენტარი გააკეთა იმ შეშფოთების ფონზე, რომ ჩრდილოეთ კორეა შესაძლოა, მეშვიდე ბირთვულ გამოცდას ამზადებდეს.

ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული იარაღი ბოლოს 2017 წელს გამოცადა, თუმცა კორეის ნახევარკუნძულზე ბოლო დროს დაძაბულობა იზრდება, ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ კიმ ჩენ ინმა ახალი ბირთვული იარაღის გამოცდის ჩატარების ბრძანება ნებისმიერ დროს გასცეს.