უცხოეთი

აშშ უკრაინას NASAMS-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს გადასცემს

საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი HASAMS
1657978560
დაკოპირებულია

შეერთებული შტატები უკრაინას საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს, NASAMS-ებს გადასცემს. პირველ ეტაპზე საუბარია ორ საზენიტო ბატარეაზე. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 

ამასთანავე, როგორც უკრაინის საჰაერო ძალების წარმომადგენელმა იური იგნატმა განაცხადა, სარაკეტო კომპექსების ზუსტი რაოდენობა გასაიდუმლოებულია. მისივე თქმით, ერთ ბატარეაში 12 საზენიტო დანადგარი შედის.

NASAMS - მობილური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსია, რომელიც აშშ-ის და ნორვეგიის ერთობლივი წარმოებისაა. მას შეუძლია მიზნების განადგურება 16 კმ-ის სიმაღლეზე და 25 კმ-ის სიშორეზე.  NASAMS საავიაციო რაკეტას, AMRAAM AIM-120-ს იყენებს. ამ რაკეტას მრავალი მოდიფიკაცია გააჩნია და ეს მის ტექნიკურ მახასიათებლებს აუმჯობესებს. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 სერგეი შოიგუმ უკრაინაში ყველა მიმართულებით შეტევითი მოქმედებების გაზრდის ბრძანება გასცა

👉 დუმის დეპუტატი ჯო ბაიდენის საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეყვანას ითხოვს

👉 „რუსეთს საზარბაზნე ხორცი აკლია, ფარული მობილიზაცია ამოქმედდა“ - ალექსეი დანილოვი

👉 რუსი ოფიციალური პირები ირანს ეწვივნენ და საბრძოლო თვითმფრინავები დაათვალიერეს, რათა უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენონ - თეთრი სახლი