მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ უკრაინაში შორი დისტანციის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემისგან თავს იკავებს - Wall Street Journal

აშშ-ს პრეზიდენტის რეზიდენცია

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჯერჯერობით თავს იკავებს უკრაინაში შორი დისტანციის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემისგან. ამის შესახებ უკრაინული მედია Wall Street Journal-ზე დაყრდნობით იუწყება. 

მედიასაშუალება წერს, „აშშ-ს ოფიციალური პირების თქმით, ორ თვეზე მეტი ხნის წინ უკრაინულმა მხარემ ოთხი MQ-1C Grey Eagle მიღება მოითხოვა“. 

გამოცემასთან საუბარში წყაროებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას არ სურდა მოთხოვნის შესრულება, რასაც შეშფოთება მოჰყვა. 

„პენტაგონის სპიკერმა საზღვაო ძალების კაპიტანმა მაიკ კაფკამ უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე Grey Eagle თვითმფრინავების გადაცემის შესახებ, მაგრამ თქვა, რომ თავდაცვის დეპარტამენტი მჭიდროდ თანამშრომლობს კიევთან“, - წერს მედიასაშუალება. 

კაფკამ დასძინა, რომ  პენტაგონი „კომენტარს არ აკეთებს შიდა დისკუსიებზე“. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 პუტინი უფრო დიდი საფრთხეა ამერიკისთვის, ვიდრე თავის დროზე ჰიტლერი - OCCRP

👉 რუსეთმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მარცვლეულის კომბაინები გააგზავნა

👉 რუსეთი რამდენიმე წელიწადში დაშლას დაიწყებს, საქართველო ამ სცენარისთვის მზად უნდა იყოს - ბენ ჰოჯესი

👉 ხერსონის მიმართულებით 2 000-მდე ოკუპანტი ალყაში მოექცა - The Insider