უცხოეთი

„აშშ უკრაინელი პილოტების მომზადების შესაძლებლობას განიხილავს“ - ამერიკელი გენერალი

უკრაინელი პილოტი
1658317290
დაკოპირებულია

აშშ, თავის მოკავშირეებთან ერთად, უკრაინელი პილოტების მომზადების შესაძლებლობას განიხილავს, რათა უკრაინას განახლებული საჰაერო ძალების მშენებლობაში დაეხმაროს, - ამის შესახებ აშშ-ის საჰაერო ძალების შტაბის უფროსმა გენერალმა ჩარლზ ბრაუნმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა. 

ბრაუნის კომენტარები მოჰყვა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრების მიერ უკრაინელი მფრინავებისა და ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავების ტექნიკოსების მოსამზადებლად 100 მილიონი დოლარის გამოყოფის მხარდაჭერას. 

გენერალმა არ დააკონკრეტა, თუ რა ტიპის დასავლური თვითმფრინავები გადაეცემა მომავალში უკრაინას, მაგრამ მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების მოახლოებული წვრთნა კომპლექსური საკითხია.

კითხვაზე, თუ რამდენი ხანი შეიძლება დასჭირდეს უკრაინელ პილოტს ამერიკული მოიერიშე თვითმფრინავის მართვის სწავლისთვის, ბრაუნმა აღნიშნა, რომ ამერიკელი პილოტები ახალი ტიპის თვითმფრინავის მართვის სწავლას საშუალოდ 2-4 თვის განმავლობაში ახერხებენ.  

მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინას შეუძლია, რომ ნატოს წევრებს მიმართოს, რომლებსაც საბჭოთა პერიოდის ავიაციიდან დასავლურ სისტემებზე გადასვლის გამოცდილება უკვე აქვთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „რუსეთი ახლა ათამაშებს სცენარს, რომელსაც შეიძლება დავარქვათ „ანექსიის თამაში“ - ჯონ კირბი

👉 პუტინი ფიქრობს, რომ გაიმარჯვებს, მას 3 მკაფიო გეგმა აქვს - NYT

👉რუსეთის დამარცხება უდავოდ შეიძლება, იარაღი გვჭირდება - ალექსეი რეზნიკოვი

👉 შოიგუმ რუს სამხედროებს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების „სწრაფად განადგურება“ დაავალა