მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ უკრაინის გამო გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარებას მოითხოვს

რუსეთის შეიარაღებული ძალების კოლონა

უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის გამო აშშ გაეროს უშიშროების საბჭოს ჩატარებას მოითხოვს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. 

ამ საკითხის განხილვა, სავარაუდოდ, 31 იანვარს გაიმართება. გაეროში აშშ-ის მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის გარშემო დაძაბულობის დეესკალაციაზე, დიპლომატიური ძალისხმევის ფარგლებში, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარებაა მიზანშეწონილი.

როგორც სააგენტო dpa იუწყება, რუსეთი ბოლო დროს უკრაინის საზღვართან სამხედროების გადასროლას მაღალი ტემპებით განაგრძობს. ამჟამად იქ 120 ათასამდე სამხედროა განთავსებული. პარალელურად სეპარატისტულ დონბასში 35 ათასი სამხედრო იმყოფება.

რუსული ქვედანაყოფები ოკუპირებულ ყირიმშიც გააძლიერეს. იქ 100 ათასამდე სამხედრო იმყოფება. ასევე ბელარუსში რუსეთ-ბელარუსული ერთობლივი წვრთნების ჩატარება იგეგმება.

აშშ და ნატო ეჭვობენ, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალა აგრესიას ამზადებს. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴  „ხალხმა საკვების შეგროვება დაიწყო, ზოგი იარაღს ასუფთავებს და ომისთვის ემზადება“ - უკრაინის მოქალაქეები რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი აგრესიის მოლოდინის შესახებ საუბრობენ

🔴  ბაიდენმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ერთგულებას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა - აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

🔴  „უნდა წავიდეთ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-“ის გაჩერებაზე და რუსეთი გავაძევოთ SWIFT-ის შეთანხმებიდან“ - მარინა კალიურანდი