
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის სამხედრო დახმარების მორიგ, 300 მილიონი დოლარის ოდენობის პაკეტს ამზადებს, რომლის შესახებაც უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. ამის შესახებ დასავლური მედია წერს.
Reuters-ის ცნობით, მოსალოდნელია, რომ ახალ პაკეტში უფრო მეტი მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები (GMLRS) იქნება წარმოდგენილი HIMARS-ის ტიპის სისტემებისთვის და ასევე, საბრძოლო მასალის რუსეთისგან დასაცავად.
შეგახსენებთ, აშშ-მ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი, 1.2 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტი მაისის დასაწყისში გამოყო.