მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავღანეთის ჟურნალისტთა ცენტრი ორი ავღანელი ჟურნალისტის ცემას აპროტესტებს

ავღანელი ჟურნალისტების ცემა

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ავღანეთის ჟურნალისტთა ცენტრი“ ორი ავღანელი ჟურნალისტის ცემას აპროტესტებს. გაზეთ Ettela'at-ს ორ კორესპონდენტს მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ჟურნალისტები იმ დროს სცემეს, როდესაც ქაბულში საპროტესტო აქციებს აშუქებდნენ. ცენტრი კატეგორიულად გმობს ორი კორესპონდენტის დაკავებას და მათ წამებას. ეს არის ანტიადამიანური და ანტიისლამური ქმედება და ის ჟურნალისტთა უფლებებს უხეშად არღვევს“ - წერია განცხადებაში.

ორგანიზაცია მოუწოდებს „თალიბანს“, რომ ინციდენტში დამნაშავეები დასაჯოს, ასევე შეასრულოს დაპირება მედიის უფლებების და სიტყვის თავისუფლების დაცვის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, ამას ავღანური საზოგადოებისთვის და მოსახლეობისთვის შეიძლება ძალზე ნეგატიური შედეგი მოჰყვეს.

გაზეთ Ettela'at-ს ინფორმაციით, მისი ორი კორესპონდენტი ავღანეთის დედაქალაქში ქალთა საპროტესტო აქციის გაშუქებისას დააკავეს. ჟურნალისტებს რამდენიმე საათის განმავლობაში სცემდნენ და აწამებდნენ, შემდეგ კი გაათავისუფლეს.