უცხოეთი

ავღანეთს მასიური შიმშილი ემუქრება, ქაბულში შიმშილისგან 8 ბავშვი გარდაიცვალა

შიმშილი ავღანეთში
1635233954
დაკოპირებულია

გაეროს სასურსათო პროგრამის ინფორმაციით, თუ სასწრაფო ზომები არ იქნება მიღებული, მიმდინარე ზამთარში მილიონობით ავღანელი იშიმშილებს. საუბარია ავღანეთის მოსახლეობის ნახევარზე, ანუ 22,8 მლნ. ადამიანზე. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

იმ ადამიანებს შორის, ვინც შიმშილობს, 3,2 მლნ 5 წლამდე ასაკის ბავშვია. ავღანეთში ახლა არსებული სიტუაცია არის ყველაზე რთული ჰუმანიტარული კრიზისი მსოფლიოში. საქმე კატასტროფისკენ მიდის “ - განაცხადა გაეროს აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ბიზლიმ.

ავღანეთში არსებული მდგომარეობა „თალიბანის" მიერ 2021 წლის აგვისტოში ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ გართულდა. ქვეყანა საგარეო დახმარებაზე მნიშვნელოვანწილად იყო დამოკიდებული. ხელისუფლებაში „თალიბანის“ მოსვლის შემდეგ ჰუმანიტარული დახმარება შეწყდა. როდის აღდგება ფინანსური მხარდაჭერა, უცნობია, ვინაიდან თალიბების მთავრობას ჯერჯერობით პრაქტიკულად არცერთი ქვეყანა არ აღიარებს.

ამჟამად ავღანეთის მოსახლეობის მხოლოდ 5%-ს საკმარისი საკვები გააჩნია. გაზეთ „ჰასტ-ე-სობხის“ ინფორმაციით, ქაბულის ერთ-ერთ რაიონში რამდენიმე, დღეში შიმშილით 3-დან 11 წლამდე ასაკის 8 ბავშვი გარდაიცვალა. ყველა მათგანი მშობლების მზრუნველობის გარეშე იყო დარჩენილი.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი

„შეცდომაა, რომ „ომიკრონი“ სიკვდილიანობას და ჰოსპიტალიზაციას არ იწვევს“...

„სრული შეცდომაა, რომ „ომიკრონი“ სიკვდილიანობას და ჰოსპიტალიზაციას არ იწვევს“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. 
1642757196
ჟენევაში აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მიმდინარეობს. 
1642762920
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლების საპროტესტო აქციას სოციალური ქსელით ეხმაურება. 
1642761512
ლიბერიის დედაქალაქ მონროვიაში, ეკლესიაში მომხდარ ჭყლეტას 29 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. 
1642760360
„რთული სათქმელია, პანდემია როგორ დასრულდება, გადაიქცევა სეზონურ გრიპად თუ  გაქრება, ამის თქმა ძნელია, მაგრამ მინდა იმედი გამოვთქვა, რომ სადღაც მეექვსე მეშვიდე თვიდან პანდემიის გაქრობაზე საუბარი უნდა დაიწყოს“, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორმა დავით გადელიამ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა. 
1642751476
ეკონომიკისა და მდგადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა

ნათია თურნავამ ქართული ბრენდის დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეო...

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ქართული ბრენდის დღე 2021“-ის დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში - უახლოესი დღეების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22–23 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
„ვწუხვარ თუ ეს რაიმე ახალი სახის პოლიტიკაა, რომ უარი თქვან ჩემს ციხეში...
უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო აცხადებს, რომ ციხეში ექსპრეზიდენ სააკაშვილის მოსანახულებლად არ უშვებენ, მიუხედავად იმისა რომ საბუთები წესრიგში აქვს. 
„ყველა ბერკეტს ამოვწურავთ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი ს...
მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ პროკურატურის გადაწყვეტილებას, დაზარალებულის სტატუსის არ მინიჭებასთან დაკავშირებით, გაასაჩივრებენ.