მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავღანეთში მიკროავტობუსის აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში მიკროავტობუსის აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის ქალაქ ჰერათში მიკროავტობუსის აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას  „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს. 

ჰერათის პროვინციული საავადმყოფოს ხელმძღვანელის არიფ ჯალალის თქმით, შვიდ დაღუპულთა შორის ოთხი ქალია.

აფეთქებისას 9 ადამიანი დაიჭრა. აფეთქება ჰერათის დაზვერვის ოფისმა დაადასტურა.

„პირველადი ინფორმაციით, ეს იყო წებოვანი ბომბი, რომელიც მიმაგრებული იყო სამგზავრო მანქანის საწვავის ავზზე“, - განაცხადა საბიტ ჰარვიმ, ოფისის სპიკერმა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.