მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავღანეთში მილიონობით ადამიანს შიმშილით სიკვდილი ემუქრება

შიმშილი ავღანეთში

იუნისეფის ინფორმაციით, ავღანეთში კრიზისის შედეგად მილიონობით ადამიანს, მათ შორის ბავშვებს შიმშილით სიკვდილი ემუქრება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა სოფლის რაიონებში შეიქმნა. მოახლოებული ზამთარი კი „სასიკვდილო საფრთხეს“ შეიცავს.

ამ დასკვნის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე 3.2. მლნ ავღანელ ბავშვს საკვების პრობლემა შეექმნება, ხოლო 1 მლნ-მდე შეიძლება დაიღუპოს. საერთო ჯამში კი ავღანეთში ჰუმანიტარული დახმარება 10 მლნ-მდე ბავშვს სჭირდება.

ავღანეთში ჯანდაცვის სისტემა პრაქტიკულად მოშლილია, ასევე, მდგომარეობას გვალვა, ძალადობა, პანდემია, ასევე, წითელა და სხვა დაავადებები ართულებს.