მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავიაკატასტროფა საბერძნეთში - სატვირთო თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა და ჩამოვარდა

ავიაკატასტროფა საბერძნეთში

ჩრდილოეთ საბერძნეთში, ქალაქ კავალასთან ახლოს ავიაკატასტროფა მოხდა, სატვირთო თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა და ჩამოვარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC  ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, თვითმფრინავი Antonov-12, რომელიც უკრაინაში დაფუძნებული კომპანიის საკუთრება იყო, სერბეთიდან იორდანიაში მიფრინავდა.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე და გადარჩნენ თუ არა მგზავრები. 

საბერძნეთის სახელმწიფო მაუწყებლის ცნობით, თვითმფრინავს 12 ტონა, პოტენციურად სახიფათო ტვირთი გადაჰქონდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პილოტმა კავალას აეროპორტში ავარიული დაშვება მოითხოვა ძრავის პრობლემის გამო, მაგრამ ასაფრენ ბილიკზე მისვლა ვერ შეძლო.

ზოგიერთი ცნობით, თვითმფრინავში შესაძლოა რვა ადამიანი იმყოფებოდეს.