
34 წლის ავსტრალიელმა ტომ ლისმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ოთხი ვაქცინა გაიკეთა. მას ფაიზერის და ასტრაზენეკას ვაქცინების ორ-ორი დოზა გაუკეთდა. ამის შესახებ dailymail.co.uk იუწყება.
ვაქცინაციას ლისი „ანტისხეულების მაქსიმალიზაციას“ უწოდებს. ამისთვის მას 3 თვე დასჭირდა.
ავსტრალიაში ფაიზერის ვაქცინაზე 40 წელზე უფროს ადამიანებს აქვთ წვდომა. ტომ ლისი კი ვაქცინაციის ცენტრში რეგისტრაციის გარეშე მივიდა და „ცოცხალ რიგში“ ჩადგა.
„უბრალოდ მინდოდა ბედი მეცადა და გამიმართლა“, - ამბობს ლისი.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ ორგანიზმზე ვაქცინის ოთხი დოზის გაკეთება შესწავლილი არ არის და დღეს არსებული პროტოკოლით, პაციენტისთვის ვაქცინაციის ორი დოზის ჩატარებაა მიზანშეწონილი.