მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავსტრიაში მოსახლეობისთვის სავალდებულო ვაქცინაცია ამოქმედდა

ავსტრიაში სავალდებულო ვაქცინაცია ამოქმედდა

ავსტრია პირველი ქვეყანა გახდა ევროპაში, რომელმაც სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღო ზრდასრულთათვის. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. 

სამშაბათიდან, ყველა მოქალაქე რომელიც არის 18 წლის და 18 წელზე მეტის, ვალდებული იქნება იყოს სრულად აცრილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ 3,600 ევრომდე ოდენობის ჯარიმა დაეკისრებათ.

ორსული ქალები და ადამიანები რომლებიც სამედიცინო მიზეზების გამო ვერ აიცრებიან, ამ ვალდებულებისგან თავისუფლდებიან, ასევე ის ადამიანები ვინც კორონავირუსი გასული ექვსი თვის განმავლობაში დაძლია.

ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ასევე გეგმავს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას, რესტორნებს საშუალება ექნებათ სივრცეები შაბათს შუა ღამემდე დატოვონ ღია.

ამავდროულად, აუცრელ მოქალაქეებს აღარ აეკრძალებათ მაღაზიებსა და რესტორნებში შესვლა.