მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავსტრიაში ზვავს სამი მოთხილამურე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა

ზვავი ავსტრიაში

ავსტრიაში ზვავის შედეგად სამი მოთხილამურე დაიღუპა, ორი კი დაშავდა, - ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.

მოთხილამურეები ფერდობზე სათხილამურო ტურის დროს ტვენგის რაიონში, ზალცბურგის პროვინციაში იმყოფებოდნენ. 

მაშველებმა დაშავებულები ლაგენფურტის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაღუპულთა შორის ერთ-ერთი, 19 წლის რენე ჰოფერი, მოტოკროსის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი იყო.