მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანელებს და სომხებს შორის აუცილებელია ნდობის ხიდის აღდგენა - ექსპერტი

ნდობის ხიდი აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის

"მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ აუცილებელია იმაზე ფიქრი, თუ როგორ იცხოვრებენ სომხები და აზერბაიჯანელები ერთად მომავალში". ამის შესახებ აზერბაიჯანელმა ექსპერტმა რაუფ რაჯაბოვმა განაცხადა. ინფორმაციას Report.az ავრცელებს. 

„სოციოლოგიური კვლევების ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ გამოკითხულთა 66,2%-ს შეუძლებლად მიაჩნია აზერბაიჯანელების და სომხების ერთობლივი ცხოვრება მთიან ყარაბაღში. 19,4%-ს მიაჩნია, რომ ეს შესაძლებელი იქნება, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ და მხოლოდ 4,8% ფიქრობს, რომ მშვიდობიანი თანაცხოვრება უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი. სწორედ ამ გამოკითხვაზე დაყრდნობით შეიძლება იმის თქმა, რომ დღეს ნდობა ძალზე დაბალია და ამ მდგომარეობის გამოსწორებაა აუცილებელი“ - აცხადებს რაჯაბოვი.

ექსპერტის განცხადებით, მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან და აზერბაიჯანის საზოგადოებაში მათი ინტეგრაცია უნდა მოხდეს. პირველ რიგში კი აუცილებელია მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარება.

ექსპერტის განცხადებით, სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ურთიერთობების აღდგენის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი სახალხო დიპლომატიაა. ამაზე სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის, აზერბაიჯანის სომხეთის და საქართველოს ექსპერტები ადრეც მუშაობდნენ და ამ მუშაობას ახლაც აგრძელებენ. „ჩვენ სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები ეროვნებების ისტორიიდან დადებითი მომენტები უნდა გამოვყოთ. ექსპერტების ერთ-ერთი ნაშრომი სწორედ ამგვარ სახელწოდებას ატარებს. ისტორიის მეცნიერებაში აუცილებელია ფაქტებზე დაყრდნობა და არა ემოციებზე. მხოლოდ ამ შემთხვევაში მტრობას კეთილმეზობლობით შევცვლით. დღეს არსებული მდგომარეობით სომხეთის ხელისუფლებას ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილი არა აქვს, მაგრამ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს“ - ამბობს აზერბაიჯანელი ექსპერტი.

მისი თმით, რთული იქნება საკუთარ თავში მორალური ძალის და გამბედაობის მოძიება, რათა ომის შემდეგ შერიგება მოხდეს, მაგრამ ნდობის ხიდის აშენების გარეშე როგორც მთიან ყარაბაღში, ასევე მთლიანად, სამხრეთ კავკასიაში, გრძელვადიანი მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა შეუძლებელი იქნება. რაუფ რაჯაბოვი აცხადებს, რომ სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფოს ექსპერტები ამ საკითხებზე ერთობლივ მუშაობას მომავალშიც გააგრძელებენ.

იხილეთ აგრეთვე:

🔱 აზერბაიჯანი მომავალ წელს შუშაში მოსახლეობის დაბრუნებას გეგმავს

🔱 აზერბაიჯანში სამხედროები დააკავეს, რომლებიც სომხების სასაფლაოებს ანადგურებდნენ