მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანი მომავალ წელს შუშაში მოსახლეობის დაბრუნებას გეგმავს

შუშაში მოსახლეობის დაბრუნება

2021 წლის ზაფხულისთვის აზერბაიჯანი ქალაქ შუშაში მოსახლეობის დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ Report.az  იუწყება. 

როგორც სააგენტოს „კულტურულ ძეგლთა დაცვის ორგანიზაციის“ წარმომადგენელმა ფაიგ ისმაილოვმა განუცხადა, საუბარია „მოსახლეობის გარკვეულ რაოდენობაზე“.

„ამჟამად ქალაქში არსებული შენობა-ნაგებობების შესწავლა მიმდინარეობს. მათ ნაწილს აღდგენა დასჭირდება. ამის შემდეგ უკვე მოსახლეობის დაბრუნებაზე ვიზრუნებთ. ახლა ქალაქის წყალმომარაგების პრობლემის მოგვარება მიმდინარეობს“ - განაცხადა ისმაილოვმა.

მისივე თქმით, ორგანიზაციამ შუშაში არსებული კულტურული ძეგლების მდგომარეობაც შეისწავლა. მათ შესაბამისის სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდებათ.

ცნობისთვის, ქალაქი შუშა აზერბაიჯანულმა შეიარაღებულმა ძალებმა 8 ნოემბერს აიღეს. ილჰამ ალიევის გადაწყვეტილებით ყოველ წელს 8 ნოემბერს აზერბაიჯანში გამარჯვების დღე აღინიშნება.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 ყარაბაღში 70 დღის წინ დაკარგული სამხედროები იპოვეს

🔅 ფაშინიანს მოსახლეობა სიუნიკის ოლქში არ უშვებდა (ვიდეო)