მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანში 4 პირი დააკავეს, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ ქუჩაში დადიოდნენ

4 კორონავირუსიანი დააკავეს აზერბაიჯანში

აზერბაიჯანის დედაქალაქში ოთხი პირი დააკავეს, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ ბაქოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ azerbaycan24.com იუწყება.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ერთ-ერთ დაკავებულს ბრალი წაუყენეს ეპიდემიოლოგიური და კარანტინის რეჟიმების დარღვევის მუხლით. დანარჩენების ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

დაკავებულები სახლებში გადაიყვანეს და მათზე შესაბამისი ზედამხედველობა ხორციელდება.