მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანში სამხედროები დააკავეს, რომლებიც სომხების სასაფლაოებს ანადგურებდნენ

აზერბაიჯანელი სამხედროები დააკავეს

აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ მთიან ყარაბაღში ჩადენილი დანაშაულისთვის 4 სამხედრო მოსამსახურე დააკავა. ამის შესახებ  moscow-baku.ru იუწყება. 

პროკურატურის ინფორმაციით, რაშიდ ალიევს და გარდაშხან აბიშოვს ზანგელანის რაიონში დაღუპული სომეხი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფაში ედებათ ბრალი. ამავე ინფორმაციის მიხედვით, მათ ეს ფაქტები ტელეფონზე გადაიღეს და სოციალურ ქსელებში გაავრცელეს.

გარდა ამისა, გამოძიება არზა გუსეინოვს და უმუდ აგაევს ჰოჯავენდის რაიონის სოფელ მადათლიში სომხურ სასაფლაოებზე მემორიალური დაფების დანგრევაში ედებათ ბრალი, რაც ასევე ვიდეოზე გადაიღეს და ინტერნეტში გაავრცელეს. .

ცნობისთვის. მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე მიმდინარეობდა.

იხილეთ აგრეთვე:

🔆 აღდამში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

🔆 ფაშინიანი: აზერბაიჯანული მხარე რუსული სამშვიდობო ძალების გაუფასურებას ცდილობს