მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანში ტურისტებისთვის ყარაბაღის ტურების მოწყობა იგეგმება

ყარაბაღში ტურები ჩატარდება

აზერბაიჯანის ტურიზმის სააგენტო მთიან ყარაბაღში ტურების ორგანიზებას გეგმავს. ამის შესახებ azerbaycan24.com იუწყება.

„ყარაბაღს უდიდესი კულტურული მემკვიდრეობა გააჩნია, რომელიც კავკასიის ალბანეთთან არის დაკავშირებული. ეს ისლამის წინა პერიოდის მდიდარი კულტურაა. პროექტის შემუშავება მეცნიერებთან ერთობლივად მიმდინარეობს და ის მალე დასრულდება“, - განაცხადა ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელმა შარიფ გასანოვმა.

მან, ასევე, განაცხადა, რომ ქართულ მხარესთან ერთად დაგეგმილია ტურის ორგანიზება სახელწოდებით „ალი და ნინო“.

შესაბამისი პროექტების რეალიზება სხვა საკითხებთან ერთად ინფრასტრუქტურის აღდგენაზეა დამოკიდებული.