მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაიდენი აღმოსავლეთ ევროპაში ათასობით სამხედროს გაგზავნას განიხილავს

„აშშ-მა ავღანეთში 20-წლიანი ომი დაასრულა - ყველაზე ხანგრძლივი ომი ამერიკის ისტორიაში“

„უკრაინის საზღვართან არსებული დაძაბული ვითარების ფონზე აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, მათ შორის ბალტიისპირეთში, ათასობით სამხედროს გაგზავნას განიხილავს“, - ამის შესახებ foxnews იუწყება. 

მრჩევლებმა ბაიდენს უკვე წარუდგინეს სხვადასხვა ვარიანტები, რათა რუსეთის აგრესიულ ქმედებებს შესაბამისი პასუხი გაეცეს.

ბაიდენი რუმინეთში, ლატვიაში, ლიეტუვასა და ესტონეთში 5 000-მდე ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნას განიხილავს.

გარდა ამისა, რუსეთის საზღვართან ახლომდებარე ქვეყნებში ჯარები შესაძლოა, ნატოს სხვა სახელმწიფოებმაც შეიყვანონ.

ბაიდენი აგრეთვე გეგმავს, რომ ნატოს მოკავშირე სახელმწიფოების ნავსადგურებში საბრძოლო გემები განათავსოს. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴 სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებს უკრაინის დატოვების მითითება მისცა

🔴 რუსეთის აგრესია დასრულდება მაშინ, როდესაც დასავლეთი მოსკოვს მკაფიო სიგნალს გაუგზავნის - დმიტრო კულება

🔴 უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, გერმანელი ვიცეადმირალი გადადგა - BBC