მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბაიდენი-პუტინის ონლაინშეხვედრამ რუსეთის შეკავება და დეესკალაცია შესაძლებელი გახადა“ - დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება Reuters-თან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და მის რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს შორის გამართულ ონლაინშეხვედრას გამოეხმაურა. 

მისი თქმით, მოლაპარაკებებმა რუსეთის შეკავება და დეესკალაცია შესაძლებელი გახადა.

კულება აშშ-ის მიერ რუსეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანის ძალისხმევას მიესალმა, მაგრამ მან დასძინა, რომ შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად პრიორიტეტი შემაკავებელი პაკეტის შედგენა იყო.

„შეხვედრა თავისთავად ემსახურება შეკავებასა და დეესკალაციას. ჩვენ ვაფასებთ აშშ-ის დიპლომატიურ ჩართულობას რუსეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების მცდელობებში“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.

7 დეკემბერს ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის ვიდეოფორმატში მოლაპარაკება გაიმართა. თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენი  პუტინს უკრაინასთან კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში სერიოზული სანქციებით დაემუქრა. მან აშშ-ის და მოკავშირეების შეშფოთება გამოთქვა უკრაინის საზღვართან რუსული ჯარის კონცენტრაციის გამო.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთმა 100 ათასამდე სამხედროს მობილიზება მოახდინა.

ბოლო დღეებში დასავლურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. 

ამავე თემაზე:

🔴 დასავლეთის ქვეყნები უკრაინას რუსული აგრესიის დიდი ალბათობის შესახებ აფრთხილებენ

🔴 „ყირიმი სამუდამოდ რუსეთის ნაწილი იქნება“ - ვლადიმერ პუტინი

🔴 უკრაინა რუსეთს დონბასის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის სურვილში ადანაშაულებს

🔴 ამერიკული დაზვერვა ბრიუსელს და კიევს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მოსალოდნელი აგრესიის შესახებ აფრთხილებს