მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაიდენი ტრამპს მოუწოდებს, კაპიტოლიუმში შეჭრა ტელევიზიით დაგმოს

ბაიდენი ტრამპს უპასუხისმგებლოს უწოდებს

აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს მოუწოდებს მისი მხარდამჭერების კაპიტოლიუმში შეჭრა ტელევიზიით დაგმოს. ამის შესახებ CNN წერს.

„პრეზიდენტის სიტყვები მნიშვნელოვანია, რაც არ უნდა კარგი ან ცუდი იყოს პრეზიდენტი. საუკეთესო შემთხვევაში, პრეზიდენტის სიტყვებს შეუძლიათ შთააგონონ. უარეს შემთხვევაში, მათ შეუძლიათ, წააქეზონ. მოვუწოდებ ტრამპს, გამოვიდეს ეროვნულ ტელევიზიაში, დაიცვას კონსტიტუცია და მოითხოვოს ამ ალყის დასრულება“, - აცხადებს ბაიდენი.

კონგრესის შენობაში სხდომა მიმდინარეობდა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. სხდომა მას შემდეგ შეჩერდა, რაც ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ.

ცნობისთვის, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. მასში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა მიიღო, ტრამპმა - 232 ხმა.

დონალდ ტრამპმა და მისმა იურისტებმა რამდენიმე შტატში არჩევნების შედეგები გაასაჩივრეს. ამის შემდეგ ჯორჯიის შტატში ამომრჩეველთა ხმების ხელახალი დათვლა მოხდა, თუმცა არჩევნების შედეგებზე ამას არ უმოქმედია.