მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაიდენის გამარჯვებას ნევადას შტატი წყვეტს

ამერიკის არჩევნები, 2020 - ჯო ბაიდენი - Pia.ge

Fox News-ის პროგნოზით, არჩევნების მოსაგებად დემოკრატების კანდიდატ ჯო ბაიდენს ნევადას შტატი დარჩა, ამომრჩეველთა კოლეგიის 6 ხმით.

ტელეარხის ბოლო მონაცემებით, ბაიდენი 270 აუცილებელი ხმიდან 264 ხმას აგროვებს. ამასთან, ის უსწრებს მოქმედ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ნევადას შტატის ამომრჩევლების ხმებით, სადაც, ზუსტად 6 ხმაა საჭირო გამარჯვებისთვის ამომრჩეველთა კოლეგიის წევრებისგან.

ბოლო მონაცემების მიხედვით, ნევადაში ბაიდენს 588 252-მა (49,3%) ადამიანმა დაუჭირა მხარი, ტრამპმა კი 580 6055 (48,7%) ხმა მიიღო.

ამ დროისთვის დათვლილია ხმების 75%.

BBC-ის ცნობით, ტრამპი არჩევნების საბოლოო შედეგების გაყალბებაზე უკვე საუბრობს. მოქმედი პრეზიდენტის შეშფოთებას ფოსტით ხმის მიცემის პროცედურა იწვევს, რაშიც ის თაღლითობის ნიშნებს ხედავს.

უცხოური მედიის ცნობით, 1 900 წლის შემდეგ, ეს პირველი არჩევნებია, როცა ამომრჩეველთა რეკორდული 67%-იანი აქტივობა დაფიქსირდა.

თუ არჩევნებში ჯო ბაიდენი გაიმარჯვებს, 1993 წლის შემდეგ ტრამპი იქნება პირველი პრეზიდენტი, ვისაც ამერიკის მოსახლეობა მეორე ვადით არ აირჩევს.