მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაიდენისა და ზელენსკის შეხვედრის თარიღი ცნობილია

ბაიდენი და ზელენსკი

აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტები, ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს ვაშინგტონში 30 აგვისტოს შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ თეთრი სახლის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, შეხვედრაზე განხილული იქნება ენერგეტიკულ საკითხები და იმ საფრთხეები, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს რუსეთისგან ემუქრება.

„30 აგვისტოს თეთრ სახლში შეხვედრა ბაიდენს საშუალებას მისცემს გამოაცხადოს „უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის ფონზე“ დონბასისა და ყირიმის რეგიონებში“, - ნათქვამია თეთრი სახლის სპიკერის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა იმ ფონზე გაიმართება, როცა აშშ-მ უკრაინას რუსული გაზსადენის საკითხზე დუმილისკენ მოუწოდა.