მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაქოში სამი ადამიანი ზღვაში დაიხრჩო

ბაქოში 3 ადამიანი ზღვაში დაიხრჩო

აზერბაიჯანის დედაქალაქის ხაზარის რაიონში კასპიის ზღვაში ბანაობისას სამი ადამიანი დაიხრჩო. ამის შესახებ Report.az იუწყება.

უბედური შემთხვევის შემდეგ ადგილობრივმა მოსახლეობამ მაშველებს გამოუძახა. ადგილზე მისულმა მაშველებმა სამი ადამიანის, ორი კაცის და ერთი ქალის ცხედარი აღმოაჩინეს.

მაშველები აცხადებენ, რომ უბედური შემთხვევა ე.წ. ველურ პლაჟზე მოხდა, სადაც წყლის სამაშველო სამსახურები არ მორიგეობენ.