მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბალკანეთის ქვეყნებს ევროკავშირის წევრობის მისაღწევად დიდი გზა აქვთ გასავლელი - ანგელა მერკელი

ბალკანეთის ქვეყნებს ევროკავშირის წევრობის მისაღწევად დიდი გზა აქვთ გასავლელი

„ბალკანეთის ქვეყნებს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვთ გასავლელი ევროკავშირის წევრობის მისაღწევად“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა.

სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრე ვუჩიჩთან ბელგრადში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების ევროკავშირში გაწევრიანება ევროკავშირის წევრების გეოსტრატეგიულ ინტერესებს პასუხობს.

„ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, სანამ სერბეთი და მთელი რეგიონი საბოლოოდ გახდებიან ევროკავშირის წევრები, თუმცა ეს ჩვენი საერთო მიზანია. ჩვენ, ვინც უკვე ევროკავშირის წევრები ვართ, უნდა გვახსოვდეს, რომ აბსოლუტური გეოსტრატეგიული ინტერესი არსებობს, რომ ეს ქვეყნები ევროკავშირში შევიყვანოთ“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.

მერკელმა აღნიშნა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ექვს სახელმწიფოს - სერბეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ბოსნია - ჰერცეგოვინას, ჩერნოგორიას და კოსოვოს - ევროკავშირის მომავალ წევრებად ხედავს.