მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბარსელონაში გაჩენილ ხანძარს 4 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი, ემსხვერპლა

ხანძარი ბარსელონაში

ესპანეთის ქალაქ ბარსელონას ცენტრში, ბანკის ყოფილ ფილიალში გაჩენილ ხანძარს 4 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება. 

ბარსელონას სახანძრო ბრიგადის წარმომადგენლის განცხადებით, დაღუპულთა შორის 2 სრულწლოვანი და 2 ბავშვი არიან.

შენობაში მცხოვრებმა კიდევ ოთხმა ადამიანმა ცეცხლისგან თავის დაღწევა შეძლო. 

ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.