მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კითხვები აქვს

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩისლავ გლადკოვი აცხადებს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ბევრი კითხვა აქვს.

აღნიშნული განცხადება მან ერთ-ერთი სატელევიზიო ეთერის დროს, მოქალაქის კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.

ბელგოროდის ოლქის მცხოვრები დაინტერესდა, რატომ არ შეუძლია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საზღვრის დაცვის გაძლიერება.

„გეთანხმებით, მე უფრო მეტი კითხვა მაქვს, ვიდრე თქვენ თავდაცვის სამინისტროსთან. ამიტომაც არ მსურს ამ თემაზე კომენტარის გაკეთება. დასკვნა უნდა გამოვიტანოთ დაშვებული შეცდომებიდან. ბელგოროდის ოლქის მცხოვრებლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა გახლავთ მთავარი ამოცანა, რომელსაც უნდა ასრულებდნენ ყველა ძალოვანი უწყება“, - აღნიშნა გლადკოვმა.