მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბიტკოინმა ისტორიული რეკორდი დაამყარა

ბიტკოინის ისტორიული მაქსიმუმი

ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ფასმა დღეს ისტორიული მაქსიმუმი შეადგინა. ერთი ბიტკოინის ფასმა $19 860 შეადგინა. ამის შესახებ cnet.com იუწყება. 

მიმდინარე წელს ბიტკოინი 175%-ით გაძვირდა და მისი ფასი 20 ათას დოლარს მიუახლოვდა. ექსპერტები ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ - ეს დოლარის გაიაფებაა, ასევე Square და PayPal მიერ ბიტკოინის მხარდაჭერა. ამ საგადამხდელო სისტემებმა თავის კლიენტებს კრიპტოვალუტის შეძენის და გაყიდვის უფლება მისცეს. კრიპტოვალუტის გაძვირებას იმ ფაქტმაც შეუწყო ხელი, რომ ბიტკოინით ვაჭრობა ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე ხდება.

სპეციალისტები კრიპტოვალუტის ფასის ზრდის გაგრძელებას პროგნოზირებენ.