მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბიუჯეტური სმარტფონების მიწოდება რუსეთში თითქმის 60%-ით შემცირდა - „კომერსანტი“

სმარტფონები რუსეთში

2022 წლის პირველ ნახევარში რუსეთში 10000 რუბლზე ნაკლები ღირებულების 2,7 მილიონი სმარტფონი შევიდა, ეს 56%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ GS Group ჰოლდინგის ანალიტიკური ცენტრის ანგარიშშია ნათქვამი, წერს „კომერსანტი“.

ამავდროულად, 10,000-დან 30,000 რუბლამდე ღირებულების სმარტფონების მიწოდება შემცირდა 24%-ით, ხოლო ძვირად ღირებულის  38%-ით.

მთლიანობაში, წლის პირველ ნახევარში რუსეთში 9,9 მილიონი სმარტფონი იქნა მიწოდებული, რაც 38%-ით ნაკლებია 2021 წლის პირველი ექვსი თვის მაჩვენებელზე.

მიწოდების მთლიან მოცულობაში დაბალი ფასების სეგმენტის ტელეფონებს 27% უკავია, საშუალო სეგმენტის - 56%, ხოლო ზედა სეგმენტის 17%.

GS Group-ის ანალიტიკოსების აზრით, დაბალფასიანი სმარტფონების იმპორტი შემცირდა Samsung-ის რუსული ბაზრიდან გასვლის გამო, ჩინური Xiaomi-სა და Realme კი რუსულ ბაზარს შემცირებულად მიეწოდება. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

👉 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ 200 ოკუპანტი გაანადგურეს

👉 უკრაინა ყირიმის ხიდს ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ მიიჩნევს - მიხაილო პოდოლიაკი

👉 ესპანეთში ელექტროენერგიის ეკონომია დაიწყეს

👉 მექსიკის საავადმყოფოში კუბელი ექიმი მოკლეს