უცხოეთი

Boeing-ის 2500-მდე თანამშრომელი გაიფიცება

კომპანია ბოინგი
1658755492
დაკოპირებულია

სენტ-ლუისში, Boeing-ის დაახლოებით 2500 თანამშრომელი, სავარაუდოდ, მომავალ თვეში გაიფიცება. ამის შესახებ Associated Press-ი წერს. 

მედიასაშუალების ცნობით, გაფიცვის დაწყება 1-ელი აგვისტოდან Boeing-ის საწარმოო ობიექტებში სენტ ჩარლზის ოლქში, სენტ ლუის ოლქში და ილინოისის შტატში იგეგმება. 

„ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ კონტრაქტი, რომელიც არ არის სამართლიანი, კომპანია აგრძელებს ყოველწლიურად მილიარდობით დოლარის გამომუშავებას ჩვენი შრომის წყალობით“, - აცხადებენ კომპანიის თანამშრომლები. 

Boeing-ის სპიკერმა თქვა, რომ კომპანიის კონტრაქტის შეთავაზება მოიცავდა კონკურენტულ ანაზღაურებას და კეთილშობილური საპენსიო გეგმას.

მიმდინარე წლის დასაწყისში Boeing-მა პირველ კვარტალში 1,2 მილიარდი დოლარის ზარალის შესახებ განაცხადა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ქალაქმა 07:00 საათზე მუსიკის ფონზე უნდა გაიღვიძოს - ერევნის მერი

👉 ჩინეთი უფრო აგრესიული და საშიში გახდა შეერთებული შტატების მოკავშირეებისთვის - გენერალი მარკ მილი

👉 აღმოსავლეთ აფრიკაში 50 მილიონზე მეტი ადამიანი სურსათის მწვავე დეფიციტს განიცდის - Abcnews

👉 ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა დასავლეთ სანაპიროზე 2 პალესტინელი მოკლეს - პალესტინური მხარე

👉 ჩვენ გვჯერა ორი სქესის, არსებობენ კაცები და ქალები - დონალდ ტრამპი

👉 ეპისკოპისი ქადაგების დროს პირდაპირი ტრანსლირებისას გაძარცვეს - შემთხვევა ბრუკლინში