უცხოეთი

ბორელი ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წვდომას ითხოვს

ჯოზეფ ბორელი
1659797113
დაკოპირებულია

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ზაპოროჟიეს დაბომბვასა და ატომური ელექტროსადგურის გარშემო არსებულ ვითარებას „ტვიტერზე“ეხმაურება და ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წვდომას ითხოვს.

„ევროკავშირი გმობს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებებს. ეს არის ბირთვული უსაფრთხოების წესების სერიოზული და უპასუხისმგებლო დარღვევა და რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფის კიდევ ერთი მაგალითი. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უნდა ჰქონდეს წვდომა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან“, - წერს ჯოზეფ ბორელი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად ახალი სამხედრო ბატალიონები იქმნება - ISW

✔️ უკრაინაში ომის ახალი ფაზა იწყება - ბრიტანული დაზვერვა

✔️ რუსეთი არ უქმნის საფრთხეს მსოფლიო წესრიგს, ნატოსგან განსხვავებით - დმიტრი პესკოვი

✔️ პუტინი ცოცხალია? ვინ ასრულებს დღეს პუტინის როლს - ეს აბსოლუტურად ღია კითხვაა - უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი

✔️ „გვჭირდება ძლიერი ამერიკა ძლიერი ლიდერით“ - ვიქტორ ორბანი