
ბრაზილიის პრეზიდენტი სლოკინის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჟაირ ბოლსონარო 3 წლის წინ წინასაარჩევნო კამპანიის დროს თავდასხმისას სერიოზულად დაშავდა და მას შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
ბოლო პერიოდში ჟაირ ბოლსონარუს საუბრისას რამდენჯერმე პრობლემა შეექმნა, რომელიც მან განმეორებითი სლოკინით ახსნა. 7 ივლისს რადიო გადაცემის დროს მან მსმენელს ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ მთელი დღე სლოკინებს და ეს გარკვეული მედიკამენტების მიღებას დაუკავშირა.
მედიკოსების თქმით, სლოკინი შესაძლოა, მიყენებული ტრავმებისგან იყოს გამოწვეული. ბრაზილიის პრეზიდენტმა საავადმყოფოს პალატაში გადაღებული ფოტო „ტვიტერზე“ თვითონ განათავსა.
- Estaremos de volta em breve, se Deus quiser. O Brasil é nosso! 🇧🇷 pic.twitter.com/3ohUwHBEHG
— Jair M. Bolsonaro (@jairbolsonaro) July 14, 2021