მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბრაზილიური გველის შხამი კორონავირუსს ანადგურებს

ბრაზილიური გველი კორონავირუსი წინააღმდეგ

ბრაზილიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბრაზილიური გველგესლის (ჯარაკუსუს) შხამის მოლეკულა მაიმუნის ორგანიზმში კორონავირუსის გავრცელებას აჩერებს. ეს სპეციალისტებს ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის შექმნაში შეიძლება დაეხმაროს. ინფორმაციას Reuters იუწყება.

კვლევების მიხედვით, რომლებიც ჟურნალ Molecules-ში გავრცელდა, გველგესლის შხამი ვირუსის გავრცელებას 75%-ით აჩერებს.

„გველის შხამს შეუძლია ვირუსის ძალიან მნიშვნელოვანი ცილის განადგურება“, - განაცხადა სან-პაულუს უნივერსიტეტის პროფესორმა რაფაელ გვიდომ.

მოლეკულა ამინომჟავის ჯაჭვს წარმოადგენს და ის კორონავირუსის ფერმენტს უერთდება, რომლებიც ვირუსის გავრცელებისთვის არის მნიშვნელოვანი, ხოლო სხვა უჯრედებს არ აზიანებს.

ჯარაკუსუს დაჭერა და მისგან შხამის წარმოება აუცილებელი არ არის. შხამის ფორმულა უკვე ცნობილია, შესაბამისად მისი სინთეზირება ლაბორატორიული გზითაც არის შესაძლებელი. ადამიანის ორგანიზმზე ამ შხამის ზემოქმედების და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობა ჯერ შესწავლილი არ არის, მაგრამ ის ახლო მომავალში ჩატარდება.

ჯარაკუსუ ბრაზილიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გველია. მისი სიგრძე 2 მეტრს აღწევს. გველი, ასევე, ბინადრობს ბოლივიაში, პარაგვაისა და არგენტინაში.