უცხოეთი

ბრიუსელი ევროკავშირში ალბანეთის და მაკედონიის გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებას იწყებს

მაკედონია, ალბანეთი, ევროკომისია
1658236263
დაკოპირებულია

ევროკავშირის ხელმძღვანელობა ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებას იწყებს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. 

როგორც ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, „ამ ქვეყნების მოსახლეობამ ეს დაიმსახურა“.

როგორც ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა დიმიტარო კოვაჩევსკიმ განაცხადა, ქვეყანას სურს ევროკავშირში სწრაფი ინტეგრაციის მაგალითი გახდეს, როგორც ეს მანამდე ნატოს შემთხვევაში მოხდა.

ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ ურსულა ფინ დერ ლაიენს და გერმანიის ყოფილ კანცლერს ანგელა მერკელს მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, ეს პოლიტიკოსები „ბალკანეთისთვის დაუღლელად იბრძოდნენ“.

რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ მაკედონიამ კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა, რომელიც ბულგარული უმცირესობის უფლებების დაცვას ითვალისწინებს. მანამდე სოფია ევროკავშირში სკოპიეს გაწევრიანების სურვილს მუდმივად ბლოკავდა.

ჩრდილოეთ მაკედონია ევროკავშირის კანდიდატი 2005 წელს გახდა, ხოლო ალბანეთი - 2014 წელს.  მას შემდეგ ამ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს, დაწყებული ეკოლოგიით და დამთავრებული კორუფციასთან ბრძოლით.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 თემთა პალატამ ბორის ჯონსონის მთავრობის უნდობლობას მხარი არ დაუჭირა

👉 პუტინის ვიზიტი თეირანში - რაზე ისაუბრებს იგი ირანისა და თურქეთის ლიდერებთან?

👉  ირანმა და „გაზპრომმა“ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას ხელი მოაწერეს

👉 დაინიშნება თუ არა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ალექსეი არესტოვიჩი? - არესტოვიჩის განმარტება

👉 „28 თანამდებობის პირის გათავისუფლების საკითხი წყდება, სხვადასხვა მიმართულება, მიზეზები მსგავსი“ - ვოლოდიმირ ზელენსკი