მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბულგარეთი რუსეთს საზოგადო მოღვაწეების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მოსყიდვაში ადანაშაულებს 

ბულგარეთის ტელევიზია

ბულგარეთის ხელისუფლებამ რუსეთი ადგილობრივი საზოგადო მოღვაწეების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მოსყიდვაში დაადანაშაულა

ბულგარეთის მთავრობის სპიკერმა ლენა ბორისლავოვამ განაცხადა, რომ მოსკოვი ბულგარეთში რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის აღნიშნულ პირებს თვეში დაახლოებით 2 000 ევროს უხდის. 

„ყველას, ვინც შეურაცხყოფას აყენებს ევროკავშირსა და ნატოს, ასევე მხარს უჭერს პუტინის ქმედებებს უკრაინაში, უნდა იცოდეს, რომ ერის წინაშე ბრალდებულია. ვინც მოსახლეობას ამას შთააგონებს, რუსეთისგან ყოველთვიურად ხელფასს იღებს. 

ბულგარეთის სპეცსამსახურებს აქვთ მონაცემები, რომ რუსეთის ხელისუფლება ბულგარელ საზოგადო მოღვაწეებს, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს ქვეყანაში რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის თვეში 2 000 ევროს უხდის“, - განაცხადა ბორისლავოვამ. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 პუტინს რუსი გენერლების მიმართ ნდობა დაკარგული აქვს - ISW

👉 უკრაინულმა ძალებმა ლისიჩანსკი დატოვეს

👉 ლისიჩანსკზე გამარჯვების გამოცხადების შემდეგ რუსეთის აქცენტი დონეცკის აღებაზე გადაინაცვლებს - ბრიტანული დაზვერვა