მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბულგარეთმა უკრაინას მძიმე შეიარაღების მიწოდებაზე უარი უთხრა

ბულგარეთის დროშა

კიევის მოთხოვნის მიუხედავად, ბულგარეთი უკრაინას მძიმე იარაღს არ მიაწვდის, - ამის შესახებ ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დიმიტარ სტოიანოვმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ახლა ბულგარეთის კონფლიქტში ჩართვის პირდაპირი საფრთხე არ არსებობს. 

„ერთადერთი საშიშროება, რომელიც აქამდე არსებობდა და აგრძელებს არსებობას, არის ნაღმები, რომლებიც შავ ზღვაში თავისუფლად მოძრაობენ“, - აღნიშნა სტოიანოვმა. 

მინისტრმა დაადასტურა, რომ 27 სექტემბერს უკრაინის ელჩმა ვიტალი მოსკალენკომ ბულგარეთს დასახმარებლად მეორედ მიმართა.

„ჩემი პასუხი იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით იყო მოკლე და მკაფიო, ითხოვდა მძიმე იარაღს და არა მცირე იარაღს ან საბრძოლო მასალას. სანამ მინისტრი ვარ, უკრაინას მძიმე იარაღს არ გადავცემ“,  - განაცხადა სტოიანოვმა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „დასავლეთი დსთ-ში ახალი კონფლიქტების გაღვივების სცენარებზე მუშაობს“ - პუტინი

✔️ სააკაშვილი ლუკაშენკოს: თუ აფხაზეთს აღიარებ, ეს დასასრული იქნება

✔️ „უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში საწვავის გაიაფებას 10-20 თეთრის ფარგლებში ვვარაუდობთ“ - ფხაკაძე

✔️ ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში აღმაშფოთებელია, ის პუტინის ლაქიაა - სვეტლანა ტიხანოვსკაია

✔️ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ სირაქლემას პოზაში ყოფნა არ მუშაობს - ზურაბ ბატიაშვილი