უცხოეთი

ჩეხეთმა მოსახლეობას ქვეყნის დატოვება აუკრძალა

აეროპორტსი შესასვლელი
1584105463
დაკოპირებულია

ჩეხეთის მთავრობამ საკუთარ მოქალაქეებს, ასევე დროებით და მუდმივად მაცხოვრებელ უცხოელებს ქვეყნის დატოვება დროებით აუკრძალა.

გადაწყვეტილება მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო.

"შეზღუდვა 16 მარტიდან იმ დრომდე იქმოქმედებს, ვიდრე სიტუაცია არ გაუმჯობესდება",-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა.

ქვეყანაში ასევე ყველა სპორტული, კულტურული და ნებისმიერი ხალხმრავალი ღონისძიება აიკრძალა.

ბოლო მონაცემებით, ჩეხეთში კორონავირუსით ინფიცირების 177 შემთხვევაა დაფიქსირებული.