უცხოეთი

ჩინელი ექიმები იტალიას დაეხმარებიან (ვიდეო)

ექიმების გუნდი თვითმფირნავის ტრაპზე 2020
1584108681
დაკოპირებულია

ჩინელი ექიმების გუნდი იტალიაში ჩავიდა. ისინი ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარებიან. ამის შესახებ "ევრონიუსი" იტყობინება.

ჩინელი მედიკოსები იტალიელ კოლეგებს ვირუსთან ბრძოლის გამოცდილებას გაუზიარებენ და პრაქტიკულ საქმიანობაში დაეხმარებიან. მათ იტალიაში სამედიცინო საშუალებები 9 კონტეინერით ჩაიტანეს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1016-ს აღწევს, ხოლო ინფიცირებულთა ოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა.